ტურინის "იუვენტუსი" მილოშ კრასიჩს არ უშვებს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსი" მილოშ კრასიჩის გაყიდვით მნიშვნელოვანი თანხის გამომუშავებას ეშურება.

სერბი ნახევარმცველის მიმართ ინტერესს სანკტ პეტერბურგის "ზენიტი" იჩენს. რუსეთის ჩემპიონი მზადაა მოთამაშის სანაცვლოდ 9 მილიონი ევრო გადაიხადოს, მაგრამ "ბიანკონერი" ამ თანხას არ თანხმდება.

"იუვენტუსის" ბოსები კრასიჩის სეზონის ბოლომდე შენარჩუნებას გეგმავენ. გარიგება მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუ "ბებერ ქალბატონს" იმ თანხას შესთავაზებენ, რომელიც კრასიჩის საბაზრო ღირებულებას აღემატება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული