სერბი ნახევარმცველის მიმართ ინტერესს სანკტ პეტერბურგის "ზენიტი" იჩენს. რუსეთის ჩემპიონი მზადაა მოთამაშის სანაცვლოდ 9 მილიონი ევრო გადაიხადოს, მაგრამ "ბიანკონერი" ამ თანხას არ თანხმდება.
"იუვენტუსის" ბოსები კრასიჩის სეზონის ბოლომდე შენარჩუნებას გეგმავენ. გარიგება მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუ "ბებერ ქალბატონს" იმ თანხას შესთავაზებენ, რომელიც კრასიჩის საბაზრო ღირებულებას აღემატება.