მართალია, ზამთრის სატრანსფერი ფანჯარა დაიხურა, მაგრამ აპენინურ სპორტულ მედიაში უკვე ზაფხულზე ფიქრობენ.
გავრცელებული ცნობების თანახმად, 32 წლის თავდამსხმელის გადაბირება “ლაციოს” მესვეურებს სურთ და მიზნის მისაღწევად პირველი ნაბიჯები აქედანვე გადადგეს. ეჭვს ისიც ამძაფრებს, რომ ფაბრიციოს ჯერ კიდევ არ მოუწერია ხელი ახალი კონტრაქტისთვის, რომელიც მას “პალერმოს” მესვეურებმა შესთავაზეს. აქვე აღვნიშნოთ, რომ მის ამჟამინდელ ხელშეკრულებას ვადა 2013 წლის ზაფხულში გადის. მოვუსმინოთ
“კონტრაქტის ამოწურვამდე წელიწანახევარია დარჩენილი და სანერვიულოს ნამდვილად ვერაფერს ვხედავ. კლუბის პრეზიდენტთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, გუნდში თავს კომფორტულად ვგრძნობ და არ მესმის, რატომ უნდა წავიდე აქედან. ჩემი მიზანია, რომ კარიერა “პალერმოში” დავასრულო და იმედია, ამის საშუალება მომეცემა”.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"