ჯუზეპე მაროტა: შემოგხვედეთ ჩვენ, მიხედეთ სტადიონებს!

AutoSharing Option
იტალიური სპორტული პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დადგენილია ის თარიღები, როდესაც სერია A-ს XXI ტურის ოთხი გადადებული შეხვედრა გაიმართება.

მაშ ასე, 15 თებერვალს ბერგამოში “ატალანტა” “ჯენოას” უმასპინძლებს, “ენიო ტარდინიზე” კი “პარმა” “იუვენტუსს” დაუპირისპირდება. 21 თებერვალს, “ბოლონიას” “ფიორენტინა” ესტუმრება, 22-ში კი “სიენა” “კატანიას” მიიღებს. ჯერჯერობით, არ დადგენილა თუ როდის გაიმართება XXII ტურის გადადებული პაექრობა, რომელშიც “ჩეზენამ” “კატანიას” უნდა უმასპინძლოს.

ამასობაში, “კორიერე დელო სპორტის” ჟურნალისტს “იუვენტუსის” სპორტული დირექტორი ჯუზეპე მაროტა ესაუბრა და საინტერესო კომენტარი გააკეთა:

“ბოლო დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა თუ რამდენად
მნიშვნელოვანია იტალიური ფეხბურთისთვის ახალი სტადიონები და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. მესმის, რომ სრულიად ახალი არენის აშენება ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ უმეტეს სტადიონებზე მინიმუმ სადრენაჟო სისტემა მაინც უნდა გამოიცვალოს, ან სულაც ჩამონტაჟდეს.

გასაგებია, რომ სტადიონები კლუბებს არ ეკუთვნით, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? - რადგან თამაშობენ, უნდა მიხედონ კიდეც. როგორც ხედავთ, მხოლოდ “იუვენტუსის” ახალ არენას არ შექმნია პრობლემები და დიდთოვლობაშიც კი თამაში ჩვეულებრივად ჩატარდა”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული