არაბები "პალერმოში" 200 მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებენ

AutoSharing Option
"პალერმოს" პრეზიდენტმა მაურიციო ძამპარინიმ ახლო მომავალში შესაძლოა კლუბში ახალი ინვესტორები მიიწვიოს, რომლებიც მზად არიან 100-დან 200 მილიონამდე ევროს ინვესტიცია განახორციელონ. ამის შესახებ ცნობას Football Italia ავრცელებს.

აღნიშნული თანხა ფეხბურთელების შესაძენად და ახალი სტადიონის ასაშენებლად იქნება განკუთვნილი.

"ჩემმა მეგობრებმა დუბაიში მომიწვიეს. მათ იტალიაში ბიზნესი აქვთ. ისეთი ხალხი ვიპოვე, რომლებიც სიცილიელებს ჰგვანან. მათვის გული და გრძნობები უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე სხვა რამ.

"პალერმოს" საკითხი განვიხილეთ და შესაძლოა ისინი საფეხბურთო სამყაროში შემოვიდნენ", - განაცხადა ძამპარინიმ სპეციალურ პრესკონფერენციაზე.

პრესკონფერენციაზე ასევე Ama Group-ის წარმომადგენელი აჰმუბ
ზუბეიდი იმყოფებოდა, რომელმაც "პალერმოსთან" დაკავშირებით კომპანიის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

"ჩვენი მიზანია უახლოეს ხუთ წელიწადში ბიზნესის ღირებულება გავზარდოთ. ვგეგმავთ, სამი წლის განმავლობაში ინვესტორები მოვიზიდოთ და "პალერმოს" პირობები შეუქმნათ, რომ მათ იტალიის ჩემპიონატის მოგება შეძლონ. ფეხბურთელების შესაძენად და ახალი სტადიონის ასაშენებლად 100-200 მილიონი ევრო იქნება გამოყოფილი.

უკვე 15 მარტისთვის 5-წლიანი გეგმა უნდა წარვადგინოთ, რათა პოტენციურ ინვესტორთან მოლაპარაკებები გავმართოთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული