ენრიკო კიეზა: რომის "ლაციო" ჩემპიონთა ლიგაში ადგილს იმსახურებს

AutoSharing Option
"ლაციოს" ყოფილი ფორვარდი ენრიკო კიეზა მიიჩნევს, რომ რომაელები მიმდინარე სეზონს კარგად ატარებენ. თუმცა კიეზას აზრით, "ბიანკოჩელესტის" ხელმძღვანელობამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ცუდად იმუშავა.

"ლაციოს" სატრანსფერო ბაზარზე გარკვეული პრობლემები ჰქონდა, რომლებმაც შესაძლოა მომავალში თავი შეახსენოს. გუნდი მიმდინარე სეზონში, საერთო ჯამში, კარგად ასპარეზობს. სეზონი დღეს რომ სრულდებოდეს, რომაელები ევროპის ლიგაში და შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგაშიც ადგილს დაიმსახურებდნენ.

"ჯენოასთან" თამაში? გენუელები საკუთარი ფანების თვალწინ ითამაშებენ და ეს მათი უპირატესობაა. "ლაციოს" რთული მატჩი ელის", - თქვა კიეზამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული