როგორც ჩანს, იბრაჰიმოვიჩს ესპანეთში თამაში მოეწონა, იმის მიუხედავად, რომ თავდამსხმელმა კატალონიის "ბარსელონაში" ფეხი ვერ მოიკიდა.
"ყოველდღე სხვადასხვანაირ წინადადებებს ვღებულობ. არ შემიძლია ისინი ყველა განვიხილო. მინდა ავღვნიშნო, რომ "რეალის" შეთავაზება ზლატანისთვის საკმაოდ მაცდური იყო", - თქვა რაიოლამ.
შეგახსენებთ, რომ ადრე მინო რაიოლამ განაცხადა, რომ სილვიო ბერლუსკონიმ ზლატან იბრაჰიმოვიჩი 150 მილიონ ევროდ შეაფასა.
მომზადებულია La Gazzetta dello sport-ის მიხედვით