ადრიანო გალიანი: ზლატან იბრაჰიმოვიჩს ორ მატჩზე მეტი დისკვალიფიკაციით არ დასჯიან

AutoSharing Option
"მილანის" ვიცეპრეზიდენტი ადრიანო გალიანი დარწმუნებულია, რომ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ორმატჩიან დისკვალიფიკაციაზე მეტს არ მიიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ "იუვენტუსთან" თამაშს შეძლებს.

სერია A-ს 22-ე ტურის შეხვედრაში, რომელიც ფრედ 0:0 დასრულდა, შვედი "ნაპოლის" მცველ სალვატორე არონიკასთვის სახეში გარტყმის გამო გააძევეს.

ამასთან, რეგლამენტის მიხედვით, თუ ეს საქციელი უხეშობის გამოვლინებად შეფასდა, იბრაჰიმოვიჩი სამმატჩიან დისკვალიფიკაციას ავტომატურად მიიღებს.

"ამ ეპიზოდის შესახებ ბევრი აზრი წავიკითხე, მაგრამ არანაირი სისასტიკე აქ არ ყოფილა. ამიტომ იმედი მაქვს, რომ იბრაჰიმოვიჩი ორმატჩიან დისკვალიფიკაციაზე მეტს არ მიიღებს.

მშვენივრად დავინახე არონიკას ჟესტიც ანტონიო
ნოჩერინოს მისამართით. სწორედ ამით დაიწყო ინციდენტი, მაგრამ მსაჯმა ეს ვერ შეამჩნია", - აღნიშნა გალიანიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული