ფეხბურთელი "ჯენოასთან" იტალიის ჩემპიონატის 22-ე ტურის მატჩის მე-16 წუთზე დაშავდა და მოედანი დატოვა.
თამაშის შემდეგ ფორვარდს მარჯვენა ფეხის ბარძაყის კუნთის დაჭიმვა დაუდგინეს.
უახლოეს ხანში როკი უფრო საფუძვლიან გამოკვლევას გაივლის, რომლის შემდეგაც მისი მკურნალობის მეთოდები და გამოჯანმრთელების ზუსტი ვადა გაირკვევა.