რომის "ლაციოს" კაპიტანი ტომაზო როკი ტრავმის გამო 20 დღეს გამოტოვებს

AutoSharing Option
რომის "ლაციოს" თავდამსხმელი და კაპიტანი ტომაზო როკი ტრავმის გამო იძულებული იქნება უახლოესი 20 დღე გამოტოვოს.

ფეხბურთელი "ჯენოასთან" იტალიის ჩემპიონატის 22-ე ტურის მატჩის მე-16 წუთზე დაშავდა და მოედანი დატოვა.

თამაშის შემდეგ ფორვარდს მარჯვენა ფეხის ბარძაყის კუნთის დაჭიმვა დაუდგინეს.

უახლოეს ხანში როკი უფრო საფუძვლიან გამოკვლევას გაივლის, რომლის შემდეგაც მისი მკურნალობის მეთოდები და გამოჯანმრთელების ზუსტი ვადა გაირკვევა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული