მასიმილიანო ალეგრი: ზლატან იბრაჰიმოვიჩმა წითელი ბარათი დაიმსახურა

AutoSharing Option
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ "ნაპოლისთან" ფრედ (0:0) დამთავრებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ შედეგი აკმაყოფილებს და შეხვედრის არბიტრთან პრეტენზია არ აქვს იმის გამო, რომ მან ზლატან იბრაჰიმოვიჩი მოედნიდან გააძევა.

"მნიშვნელოვანი იყო კარგი ფეხბურთის ჩვენება იმ გუნდთან, რომელიც მოედანზე საკუთარ თამაშს გვკარნახობს. მაშინაც კი, როცა კაცნაკლულნი დავრჩით, შეტევა არ შეგვიწყვეტია.

რა თქმა უნდა, ზოგ ეპიზოდში უკეთაც შეგვეძლო თამაში, მაგრამ ზლატანის გაძევების შემდეგ ვდილობდით არ გაგვერისკა.

თავიდან მომეჩვენა, რომ იმ ეპიზოდში ისეთი არაფერი მომხდარა, თუმცა შემდეგ ვიდეოგამეორებას ვუყურე და დავრწმუნდი, იბრამ წითელი
ბარათი დაიმსახურა", - თქვა ალეგრიმ.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული