თუმცა, მარიომ იქვე დასძინა, რომ საამისოდ "ბარსელონას" არგენტინელმა ვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ შედარებით სუსტად უნდა ითამაშოს.
"ვფიქრობ, რომ "ოქროს ბურთის" მიღება შემიძლია. ოღონდ, ამისთვის, რა თქმა უნდა, ლიონელ მესის "დახმარება" დამჭირდება.
თუკი არგენტინელი კვლავ არ გააგრძელებს ზებუნებრივად თამაშს, მაშინ საამისოდ კარგი შანსი მექნება. სხვაგვარად კი - არაფერი გამომივა".