"ფიორენტინას" ნახევარმცველმა რიკარდო მონტოლივომ "მილანთან" პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. ხელშეკრულება ოთხ წელიწადზე იქნება გათვლილი, ფეხბურთელის ხელფასი წელიწადში 2.5 მილიონ ევროს შეადგენს.
მონტოლივო "მილანში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა, რადგან ამჟამინდელ კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება.
მიმდინარე სეზონში მონტოლივომ სერია A-ში 18 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.