მარჩელო ლიპი: ტურინის "იუვენტუსი" ბრუნდება

AutoSharing Option
ლეგენდარული მარჩელო ლიპის თქმით, "იუვენტუსი" მზად არის იმისთვის, რომ იტალიური საკლუბო ფეხბურთის სათავეში დიდი ხნით მოვიდეს - სხვანაირად რომ ვთქვათ, "ვეკია სენიორა" მზადაა კალჩოში დომინანტის როლი დაიბრუნოს.

ლიპის მოსაზრებას აპენინებზე ყოველთვის დიდი ინტერესით ეცნობიან და ბუნებრივია, მისი კომენტარი თითქმის ყველა წამყვან გამოცემაში დაიბეჭდა - მოვუსმინოთ მარჩელოს:

"როდესაც კონტეს "იუვენტუსს" ვუყურებ, ის გუნდი მახსენდება, რომელსაც მე ვწვრთნიდი და რომელმაც აბსოლუტურად ყველაფერი მოიგო.

ტურინელი გულშემატკივრები ისევ ამაყობენ საყვარელი გუნდით და ეს არის უმთავრესი. ამ ყველაფერს ახალი სტადიონიც უწყობს ხელს, სადაც ყოველთვის საოცარი
საფეხბურთო ატმოსფეროა.

"იუვე" მწვერვალებს დაიპყრობს და ჩემი აზრით, მალე დაიბრუნებს იტალიური საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანის როლს. რაც მთავარია, "იუვეს" ნიჭიერი მწვრთნელი, ანტონიო კონტე უდგას სათავეში, რომელმაც ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაც ჭკვიანურად გამოიყენა. საერთოდ, კონტეს, გადაწყვეტილებების აბსოლუტურ უმრავლესობაში ორივე ხელით ვეთანხმები".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული