"მილანი" ზლატან იბრაჰიმოვიჩის სამმატჩიან დისკვალიფიკაციას გაასაჩივრებს

AutoSharing Option
"მილანის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, იტალიის სერია A-ში ზლატან იბრაჰიმოვიჩის სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია გაასაჩივრონ.

შვედი ფეხბურთელი 5 თებერვალს "როსონერის" საშინაო მატჩში "ნაპოლისთან" არასპორტული საქციელისთვის გააძევეს. მცველ სალვატორე არონიკასთვის სახეში დარტყმის გამო შვედს პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენეს.

ასე რომ, თუ ”მილანის” აპელაცია არ დაკმაყოფილდა, იბრაჰიმოვიჩი დისკვალიფიკაციის გამო "უდინეზესთან" და "ჩეზენასთან" გასვლით და "იუვენტუსთან" საშინაო მატჩს გამოტოვებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული