მარჩელო ლიპი "ნაპოლის" თავკაცობისთვის მზადაა

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი მარჩელო ლიპი, რომელმაც 2006 წელს "სკუადრა აძურას" მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინა და ოთხი წლის შემდგომ მუნდიალზე ფიასკო განიცადა, აცხადებს, რომ მზადაა "ნაპოლის" უხელმძღვანელოს, თუ კლუბს მისი ამჟამინდელი თავკაცი ვალტერ მაძარი დატოვებს.

ეს განცხადება ლიპიმ ერთერთი იტალიური რადიოს ეთერში გააკეთა.

"მაძარის შემდეგ "ნაპოლის" გაწვრთნა? თითქმის 64 წლის ვარ, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვარ", - განაცხადა ლიპიმ.

ადრე იტალიელი სპეციალისტი კარიერის გაგრძელებას ერთერთ ეროვნულ ნაკრებში აპირებდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული