შეგახსენებთ, რომ შვედი მოედნიდან მას შემდეგ გააძევეს, რაც მან ნეაპოლელთა ფეხბურთელს სალვატორე არონიკას სახეში გაარტყა.
"სისულელე ვქენი. ასეთი რამ ხდება ხოლმე. საკუთარ შეცდომებზე უნდა ვისწავლო. არ მჭირდება ვიდეო გამეორებები, რომ ჩადენილი ვნახო. ეს ჩემი შეცდომა იყო.
"მილანის" მჯერა, გუნდი შეძლებს ჩემ გარეშეც მიაღწის წარმატებას", - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.
იბრაჰიმოვიჩის არ ყოფნაში "მილანი" "უდინეზესა" და "იუვენტუს" დაუპირისპირდება.
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით