ზლატან იბრაჰიმოვიჩი: სისულელე ჩავიდინე

AutoSharing Option
"მილანის" შვედმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "ნაპოლისთან" შეხვედრაში ჩადენილ საქციელზე კომენტარი გააკეთა, რის გამოც მან სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

შეგახსენებთ, რომ შვედი მოედნიდან მას შემდეგ გააძევეს, რაც მან ნეაპოლელთა ფეხბურთელს სალვატორე არონიკას სახეში გაარტყა.

"სისულელე ვქენი. ასეთი რამ ხდება ხოლმე. საკუთარ შეცდომებზე უნდა ვისწავლო. არ მჭირდება ვიდეო გამეორებები, რომ ჩადენილი ვნახო. ეს ჩემი შეცდომა იყო.

"მილანის" მჯერა, გუნდი შეძლებს ჩემ გარეშეც მიაღწის წარმატებას", - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

იბრაჰიმოვიჩის არ ყოფნაში "მილანი" "უდინეზესა" და "იუვენტუს" დაუპირისპირდება.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული