საინტერესო მართლაც ბევრი მოხდა: გოლებიც უხვად გავიდა, თრილერებიც ვიხილეთ, მაგრამ კვირის მთავარი თემა მაინც ამინდი იყო.
დიახ, ამინდი, რომელმაც იტალიურ საკლუბო ფეხბურთში სრული ქაოსი გამოიწვია. თავად განსაჯეთ, უამინდობის გამო, შუა კვირას დაგეგმილი XXI ტურის ოთხი შეხვედრა გადაიდო, რასაც XXII ტურის ერთი მატჩის გადადებაც დაემატა.
შედეგად, გუნდების ნაწილს 22-22 მატჩი აქვთ ჩატარებული, მეორე ნაწილს 21-21, "კატანიას" კი შეხვედრების გრაფაში სულაც 19
საგულისხმოა, რომ სიცილიელებს მე-20 მატჩამდე არც მეტი, არც ნაკლები, 30 წუთი აშორებთ. თოვლი თოვლად და ჩვენ განვლილი კვირის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემას შევეხოთ...
კვირის მოვლენა
კვირის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ზლატან იბრაჰიმოვიჩის დისკვალიფიკაცია გახლავთ - "მილანის" ფორვარდი არასპორტულად მოიქცა, ნეაპოლელ სალვატორე არონიკას "წაუთაქა" და წითელი ბარათი მიიღო, რისთვისაც 3-მატჩიანი უქმობა მოუწევს.
მილანელები "ლეგა კალჩოს" სადისციპლინო კომიტეტში აპელაციის შეტანას აპირებენ, თვითონ იბრამაც ბოდიში მოიხადა, რაც შეიძლება შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნიონ და ვნახოთ, გამოიღებს თუ არა ეს ყველაფერი შედეგს; თუ გამოიღო, აუცილებლად გამცნობთ, თუ არა და ზლატანი "მილანის" მეტად პრინციპულ პაექრობებს გამოტოვებს - ჯერ "უდინეზესთან", შემდეგ "ჩეზენასთან" და ბოლოს "იუვენტუსთან".
კვირის სიმბოლური ნაკრები
პეგოლო (სიენა) - ცუნიგა (ნაპოლი), გრანკვისტი (ჯენოა), როსეტინი (სიენა), პასკუალი (ფიორენტინა) - ლულიჩი (ლაციო), იანკოვიჩი (ჯენოა), პიანიჩი (რომა) - მიკოლი (პალერმო), მილიტო (ინტერი), ბორინი (რომა).
კვირის სიმბოლური ნაკრები 4-3-3 ტაქტიკით განვალაგეთ და ამისთვის საკმარისზე მეტი საბაბი გვქონდა - თავად განსაჯეთ, თავდასხმის ტრიოზე 11 გოლი მოდის. ფაბრიციო მიკოლიმ "ინტერს" ჰეთთრიკი შეუსრულა, რასაც "ატალანტას" კარში გატანილი თერთმეტმეტრიანი მიაყოლა.
ფაბიო ბორინიმ ჯერ "კალიარის" გაუტანა კინკილა, შემდეგ კი "ინტერის" დაცვა დაჩაგრა და ჟულიო სეზარს ორჯერ გამოაღებინა ბურთი კარიდან. რაც შეეხება დიეგო მილიტოს, მან მხოლოდ ერთ შეხვედრაში იხეირა, თუმცა ერთბაშად ოთხი გოლი გაიტანა და ბუნებრივია, რომ სომბოლურში დაიბევა ადგილი.
შედეგიანობა არც ნახევარმცველებს აკლიათ - მაგალითად, გენუელმა იანკოვიჩმა XXII ტურში გაიბრწყინა და "ლაციოს" დუბლი შეუსრულა.
"ინტერთან" შეხვედრაში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა მირალემ პიანიჩმა, რომლისთვისაც პირველი არ არის რჩეულთა შორის მოხვედრა. იგივე შეიძლება ითქვას "ლაციოს" შუახაზელ ლულიჩზე, რომელმაც "მილანთან" პაექრობაში საუკეთესო თვისებები წარმოაჩინა.
მცველებზე აღარ შევჩერდებით, კარში კი "სიენას" კიპერი პეგოლო ჩავაყენეთ, რომელმაც "იუვენტუსს" გოლის გატანის საშუალება არ მისცა.
კვირის გმირები
გასულ კვირას ორი გმირი ჰყავდა: ფაბრიციო მიკლოლი და დიეგო მილიტო - პირველმა ჰეთ თრიკი შეასრულა, მეორემ კი სულაც - პოკერი.
თანაც, ეს ყველაფერი ერთ შეხვედრაში მოხდა, რომელიც "ინტერმა" და "პალერმომ" ფრედ, 4:4 დაასრულეს. ამ თამაშის პერიპეტიერბზე XXI ტურის მიმოხილვაში ვისაუბრეთ და აღარ გავიმეორებთ, პირდაპირ გმირებს გადავცეთ სიტყვა, რომლებსაც ეს მატჩი არასდროს დაავიწყდებათ.
ფაბრიციო მიკოლი: "არის თამაშები, როდესაც ყველაფერი გამოგდის და ასეთ დროს თითქოს შეუჩერებელი ხარ. "ინტერთან" მატჩი სწორედ ასეთთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა და ძალიან მიხარია, რომ გულშემატკივრებს ჩემი თამაშით სიამოვნება მივანიჭე. რაც მთავარია, საჭირო ქულა ავიღეთ და წარმატებული სერია გავაგრძელეთ - დღეს, "პალერმო" ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე სეზონის პირველ ნახევარში".
დიეგო მილიტო: "გაორებული შეგრძნება მაქვს - ერთი მხრივ, პოკერი შევასრულე და ამით ამაყი ვარ, მაგრამ მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი ქულები დავკარგეთ. ვადანაშაულებ თუ არა ჩემს თანაგუნდელებს? - როგორ გეკადრებათ, ჩვენ ერთი გუნდი ვართ, ერთად ვიტანთ და ერთად ვუშვებთ. მაინც მგონია, რომ სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა ნანახით სიამოვნება მიიღეს, ეს კი ფეხბურთის მთავარი ფასეულობაა".
კვირის ფრაზა
ხავიერ ძანეტი (ინტერის კაპიტანი რომასთან განადგურების შემდეგ): "თითქოს ვიღაცამ ჯადო გაგვიკეთა და 90 წუთი ფეხები შეგვიბოჭა - ასეთი რამ არასდროს დაგვმართნია".
გლობალური სტატისტიკა
საუკეთესო დასწრება:
XVIII ტური, მილანი-ინტერი, 80 000 გულშემატკივარი.
ყველაზე დაბალი დასწრება:
XVII ტური კალიარი-ჯენოა, XVIII კიევო-პალერმო, XIX კალიარი-ფიორენტინა, XXII ლეჩე-ბოლონია, 6 000 გულშემატკივარი.
ყველაზე დიდი საშინაო გამარჯვება:
ნაპოლი-ჯენოა 6:1 (I ტური), ინტერი-პარმა 5:0 (XVII).
ყველაზე დიდი საგარეო გამარჯვება:
ინტერი-ნაპოლი 0:3 (VI ტური), კალიარი-ლაციო 0:3 (X), ნოვარა-ფიორენტინა 0:3 (XVII), კიევო-ლაციო 0:3 (XX).
ყველაზე უხვგოლიანი თამაში:
პალერმო-ჯენოა 5:3 (XIX ტური), ინტერი-პალერმო 4:4 (XXI).
სერიები
მოგება: ფიორენტინა - 2 თამაში
წაგება: კიევო - 2
წაუგებლად: იუვენტუსი - 21
მოუგებლად: ნოვარა - 9
გუნდური სტატისტიკა
საუკეთესო თავდასხმა: 43 გოლი - მილანი; 36 - ნაპოლი, რომა; 34 - ინტერი, ლაციო.
საუკეთესო დაცვა: 13 გაშვებული - იუვენტუსი; 19 - ფიორენტინა, მილანი; 20 - უდინეზე.
უარესი თავდასხმა: 13 გოლი - ჩეზენა; 18 - ბოლონია; 19 - კიევო, ნოვარა.
უარესი დაცვა: 42 გაშვებული - ნოვარა; 38 - ლეჩე, ჯენოა; 34 - პარმა.
ზუსტი გადაცემები: 12189 - მილანი; 11623 - რომა; 11326 - იუვენტუსი.
კარის მიმართულებით დარტყმები: 377 - იუვენტუსი; 352 - რომა; 336 - მილანი.
კარში დარტმები: 136 - იუვენტუსი; 119 - მილანი; 115 - რომა.
ინდივიდუალური სტატისტიკა
ბომბარდირები:
16 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 15 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 12 - ხერმან დენისი (ატალანტა), ედინსონ კავანი (ნაპოლი), მიროსლავ კლოზე (ლაციო), როდრიგო პალასიო (ჯენოა), სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა).
ასისტენტები:
9 - ფაბრიციო მიკოლი (პალერმო); 8 - პაბლო არმერო (უდინეზე); 7 - ანტონიო კასანო (მილანი), მირალემ პიანიჩი (რომა); 6 - ალბერტო აკვილანი (მილანი), ჯიბრილ სისე (ლაციო); 5 - ხუან მანუელ ვარგასი (ფიორენტინა), მარეკ ჰამშიკი (ნაპოლი), სებასტიან ჯოვინკო (პარმა).
ზუსტი პასები
1625 - ანდრეა პირლო (იუვენტუსი); 1444 - კრისტიან ლედესმა (ლაციო); 1352 - დანიელე დე როსი (რომა); 1312 - ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი); 1270 - ტიაგო სილვა (მილანი); 1194 - ლუკა ჩიგარინი; 1071 - მიგელ ველოზო (ჯენოა).
კარის მიმართულებით დარტყმები
99 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 83 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა); 75 - სებასტიან ჯოვინკო (პარმა); 74 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 72 - ფაბრიციო მიკოლი (პალერმო); 68 - ედინსონ კავანი (ნაპოლი); 61 - ადრიან მუტუ (ჩეზენა).
კარში დარტყმები
45 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 33 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა); 30 - ედინსონ კავანი (ნაპოლი); 29 - ფაბრიციო მიკოლი (პალერმო); 28 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 26 - ხერმან დენისი (ატალანტა); 24 - მიროსლავ კლოზე (ლაციო); 22 - ადრიან მუტუ (ჩეზენა); 19 - სებასტიან ჯოვინკო (პარმა); 17 - მარკო რიგონი (ნოვარა).
ჯარიმები
57 - ვალონ ბერამი (ფიორენტინა); 53 - პერპარიმ ჰეტემაი (კიევო); 52 - ხუან კუადრადო (ლეჩე); 50 - ხერმან დენისი (ატალანტა); 49 - სტეფანო მორონე (პარმა); 48 - ლუკა ჩიგარინი (ატალანტა); 47 - მაქსი ლოპესი (მილანი), ჯამპიერო პინცი (უდინეზე).
ციფრები და ფაქტები
- მეოთხე სეზონია ზედიზედ, რაც "ბოლონიას" ერთი საშინაო თამაში მაინც გადააქვთ დიდთოვლობის გამო;
- დიეგო მილიტოს "პალერმოს" კარში 10 გოლი აქვს გატანილი, ამდენი გოლი მას სხვა არც ერთი გუნდისთვის არ გაუტანია;
- დიეგო მილიტომდე, "ინტერის" ბოლო ფეხბურთელი, რომელმაც ერთ შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა, კრიატიან ვიერი გახლდათ, რომელმაც 2002 წელს "ბრეშასთან" შეასრულა პოკერი;
- "პალერმოს" უკვე 4 თამაშია არ წაუგია;
- "ლაციომ" პირველად დაამარცხა "მილანი" 1998 წლის 4 თებერვლის შემდეგ;
- "ნაპოლის" 5 თამაშია არ მოუგია;
- "უდინეზეს" ჯერ კიდევ არ წაუგია არც ერთი საშინაო თამაში;
- "რომას" "კალიარისთვის" გასვლაზე 1995 წლის შემდეგ აღარ მოუგია;
- სერჯო პელისიემ "ნოვარას" კარის დალაშქვრით მეასე გოლი გაიტანა "კიევოს" შემადგენლობაში;
- პირველად ისტორიაში, "ინტერმა" მიჯრით ორ შეხვედრაში გაუშვა 4 გოლი;
- კლაუდიო რანიერის სამწვრთნელო კარიერაში სერია A-ს 600 მატჩია: 269 მოგება, 186 ფრე და 145 წაგება;
- "ჯენოამ" მიჯრით მე-4 საშინაო შეხვედრა მოიგო;
- "ჯენოას" მონაწილეობით გამართულ ბოლო 6 შეხვედრაში 33 გოლი გავიდა;
- "პარმას" 4 თამაშია არ წაუგია;
- "კიევომ" მიჯრით მეორე საშინაო თამაში წააგო;
- "უდინეზემ" ბოლო სამი გასვლითი მატჩი წააგო;
- "იუვენტუსმა" პირველად ვერ გაიტანა საკუთარ მოედანზე გასული წლის მარტის შემდეგ;
- "იუვენტუსი" ჯერ არ დამარცხებულა მიმდინარე ჩემპიონატში;
- "იუვენტუსი" ბოლო 18 საშინაო შეხვედრაში არ დამარცხებულა ყველა ტურნირის მასშტაბით;
- ჯანლუიჯი ბუფონმა მე-600 შეხვედრა ჩაატარა პროფესიულ კარიერაში;
- "ნოვარამ" პირველად შეინახა კარი მშრალად მიმდინარე ჩემპიონატში;
სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 21 12 9 0 33-13 45
2. მილანი 22 13 5 4 43-19 44
3. უდინეზე 22 12 5 5 33-20 41
4. ლაციო 22 11 6 5 34-22 39
5. ინტერი 22 11 3 8 34-29 36
6. რომა 21 10 4 7 35-25 34
7. ნაპოლი 22 7 10 5 36-24 31
8. პალერმო 22 9 4 9 32-32 31
9. ჯენოა 21 9 3 9 31-40 30
10. ფიორენტინა 21 7 7 7 23-19 28
11. კალიარი 22 6 9 7 20-22 27
12. პარმა 21 7 6 8 27-34 27
13. კიევო 21 6 6 9 17-27 27
14. კატანია 19 5 8 6 22-28 23
15. ატალანტა 21 7 8 6 25-27 23
16. ბოლონია 21 5 7 9 18-26 22
17. სიენა 21 4 8 9 21-22 20
18. ლეჩე 22 4 5 13 22-38 17
19. ჩეზენა 21 4 4 13 13-31 16
20. ნოვარა 21 2 7 12 18-40 13
შენიშვნა: ატალანტა - 6 ქულა
მომდევნო ტური და გადადებული მატჩები
7 თებერვალი: კატანია-რომა
9 თებერვალი: ლაციო-ჩეზენა
11 თებერვალი: უდინეზე-მილანი, კალიარი-პალერმო.
12 თებერვალი: პარმა-ფიორენტინა, კატანია-ჯენოა, ატალანტა-ლეჩე, ინტერი-ნოვარა, ბოლონია-იუვენტუსი.
13 თებერვალი: ნაპოლი-კიევო, სიენა-რომა.
15 თებერვალი: ატალანტა-ჯენოა, პარმა-იუვენტუსი.
17 თებერვალი: ინტერი-ბოლონია, ფიორენტინა-ნაპოლი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"