"წინადადება სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს რომ მომსვლოდა, შესაძლოა, "ინტერი" ზამთარშივე დამეტოვებინა.
"ინტერში" ბედნიერი ვარ, მაგრამ არ ვიცი, მომავალ სეზონს ამ გუნდში დავიწყებ თუ არა", - თქვა სნეიდერმა.
სხვათა შორის, იტალიური მედია იტყობინება, რომ "ანჟიმ" მოთამაშის სანაცვლოდ მილანელებს 25 მილიონი ევრო შესთავაზა. თავად ფეხბურთელს წელიწადში 8 მილიონ ევროს სთავაზობდნენ.
სნეიდერის შეძენის მსურველი "მანჩესტერ იუნაიტედი" და "მანჩესტერ სიტიცაა".