ფილიპო ინძაგი: ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესაცვლელად მზად ვარ

AutoSharing Option
"მილანის" თავდამსხმელი ფილიპო ინძაგი, რომელიც თავის კლუბში მოედანზე იშვიათად ჩნდება, იმედოვნებს, რომ "როსონერის" შეტევაში მისი პარტნიორის ზლატან იბრაჰიმოვიჩის დისკვალიფიკაცია გუნდზე ძალიან არ იმოქმედებს.

"ვითამაშებ თუ არა ახლა? მე ნუ მეკითხებით. მზად ვარ, სრულიად მწყობრში ვარ და იმედი მაქვს, რომ კარგად თამაშს შევძლებ. ამასთან, მესმის, რომ გუნდში უფრო ახალგაზრდები - მაქსი ლოპესი და ელ შაარავიც არიან.

იმედი მაქვს, რომ იბრაჰიმოვიჩის არყოფნას ვერ ვიგრძნობთ და კარგ თამაშს მის გარეშეც გავაგრძელებთ", - თქვა ვეტერანმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული