მიზეზი ისევ და ისევ ცივი ამინდია, რომელიც მატჩის ნორმალურ პირობებში ჩატარების საშუალებას არ იძლევა. კლუბებს მატჩის ჩატარება ადგილობრივი დროით სამ საათზე სურთ.
შეხვედრის გადატანის გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ პარასკევ საღამოს სიენაში ექვსი გრადუსი ყინვა და თოვაა მოსალოდნელი.