ანტონიო კონტემ "მილანისთვის" შემადგენლობა ნაწილობრივ გააცხადა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ "როსონერისთან" მატჩისთვის შემადგნელობა ნაწილობრივ გააცხადა.

"იტალიის თასი სტორარისთვისაა განკუთვნილი, ამაში ეჭვიც არ მეპარება. მინდა მის პროფესიონალიზმს ხაზი გავუსვა, ის ბრწყინვალე გოლკიპერია.

სტორარის თამაში სურს და როცა საჭიროა ის გუნდს ეხმარება, როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

სამმა ფეხბურთელმა, რომლებიც ჩვენ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შევიძინეთ (მარტინ კასერესი, სიმონე პადოინი და მარკო ბორიელო), "მილანთან" უნდა ითამაშონ. ისინი გუნდის გასაძლიერებლად დავიმატეთ და არა იმისთვის, რომ მხოლოდ ალტერნატიული არჩევანი გვქონოდა", - განაცხადა კონტემ.

მომზადებულია juventus.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული