"იტალიის თასი სტორარისთვისაა განკუთვნილი, ამაში ეჭვიც არ მეპარება. მინდა მის პროფესიონალიზმს ხაზი გავუსვა, ის ბრწყინვალე გოლკიპერია.
სტორარის თამაში სურს და როცა საჭიროა ის გუნდს ეხმარება, როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
სამმა ფეხბურთელმა, რომლებიც ჩვენ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შევიძინეთ (მარტინ კასერესი, სიმონე პადოინი და მარკო ბორიელო), "მილანთან" უნდა ითამაშონ. ისინი გუნდის გასაძლიერებლად დავიმატეთ და არა იმისთვის, რომ მხოლოდ ალტერნატიული არჩევანი გვქონოდა", - განაცხადა კონტემ.
მომზადებულია juventus.com-ის მიხედვით