ფრანჩესკო გვიდოლინი: "მილანი" განსაკუთრებულია

AutoSharing Option
სერია A-ს მომდევნო ტურის ყველაზე გამორჩეული შეხვედრა "სტადიო ფრიულიზე" გაიმართება, სადაც "უდინეზე" "მილანს" უმასპინძლებს.

მართალია, უდინელებმა ბოლო დროს შედარებით დათმეს პოზიციები და მიჯრით სამი გასვლითი შეხვედრა წააგეს, მაგრამ ფრანჩესკო გვიდოლონის გუნდი კვლავაც უმაღლეს მიზნებს უმიზნებს. უდინელთა მთავარი მწვრთნელი "მილანთან" მატჩისთვის განსაკუთრებულად ემზადება, რაზეც მისი სიტყვები მეტყველებს:

"თანამედროვე ფეხბურთში იშვიათი ამბავია, როდესაც თამაშისთვის მოსამზადებლად მთელი ერთი კვირა გაქვს და ეს სწორედ ის განსაკუთრებული შემთხვევაა. ყველა დეტალი უნდა გავიაზროთ, მაქსიმალურად მოვინდომოთ და ასეთ შემთხვევაში, მილანელთა დამარცხება სრულიად რეალურია.

"ფიორენტინასთან" მარცხის გამო ბევრმა
გაგვაკრიტიკა, მაგრამ ჩემი პირადი აზრით, ფლორენციაში ძალიან კარგად ვითამაშეთ. თუ კი შეტევაში "მილანთანაც" ანალოგიურად გავისარჯეთ და დაცვაში შეცდომებს მოვუკელით, მაშინ დიდია შანსი, სამი ქულა ჩვენ დაგვრჩეს".

გვიდოლინს ზლატან იბრაჰიმოვიჩის დისკვალიფიკაციაზეც დაეკითხნენ და შემდეგი მოისმინეს: "იბრა იმსახურებდა წითელ ბარათს და მატჩის არბიტრმა აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ზლატანი ჩვენს წინააღმდეგ ვერ ითამაშებს, მაგრამ ეს ჩემთვის სიხარულის საბაბი ნამდვილად არ არის - დიდი სიამოვნებით ვიყოლიებდი გუნდში "მილანის" სათადარიგო ფეხბურთელებს და დარწმუნებული ვარ, რომ ალეგრის შვედის შეცვლა არ გაუჭირდება. ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ და ჩვენ შემადგენლობას მივხედოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული