მასიმილიანო ალეგრი: "მილანი" თავდაჯერებას ინარჩუნებს

AutoSharing Option
"მილანის" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი, "იუვენტუსთან" იტალიის თასის ნახევარფინალის პირველ მატჩში 1:2 დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე უკმაყოფილო ჩანდა.

"მეორე გოლი აბსოლუტურად სულელურად გავუშვით. ამ თამაშის წაგება სირცხვილია. ახლა ფინალში გასვლა უფრო რთული იქნება, მაგრამ შანსი მაინც გვაქვს. ახლა დამშვიდებაა საჭირო.

"მილანი" საკუთარ ძალებში თავდაჯერებას ინარჩუნებს. ბევრი მოთამაშე ტრავმების გამო მოვისაკლისეთ და დანარჩენებმა სრულფასოვანი დასვენება ვერ შეძლეს.

გუნდის ძალა ვიცი და მჯერა, რომ შექმნილ მდგომარეობას თავს დავაღწევთ", - თქვა ალეგრიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული