იტალიაში ფიქრობენ, რომ ფაბიო კაპელო ტურინის "იუვენტუსის" მმართველ სტრუქტურაში დასაქმდება

AutoSharing Option
65 წლის იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ, რომელმაც ინგლისის ეროვნულ ნაკრებთან კონტრაქტი გაწყვიტა, შესაძლოა სამწვრთნელო კარიერა დაასრულოს.

იტალიაში ვარაუდობენ, რომ კაპელო მუშაობას "ბებერი ქალბატონის" მმართველ სტრუქტურაში გააგრძელებს.

მოთამაშის რანგში კაპელომ "იუვენტუსში" შვიდი წელი გაატარა, 2004-დან 2006 წლამდე კი ტურინული გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა ეკავა.

იტალიელმა ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა საფეხბურთო ასოციაციასთან წარმოქმნილი უთახმოების გამო დატოვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული