სერია A-ს გადადებული მატჩები 7 მარტს გაიმართება

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის 23-ე ტურის მატჩი "ბოლონიასა" და "იუვენტუსს" შორის, ასევე "პარმასა" და "ფიორენტინას" დაპირისპირება, რომლებიც გასულ უქმეებზე დიდთოვლობის გამო არ ჩატარდა 7 მარტს გაიმართება.

ამავე დღეს დაგეგმილია "ჩეზენა"-"კატანიას" გადადებული 22-ე ტურის მატჩის ჩატარებაც, რომელიც ასევე დიდთოვლობის გამო ჩაიშალა.

სხვათაშორის ეს შეხვედრა ერთხელ უკვე გადატანილი იყო 15 თებერვლისთვის, თუმცა იტალიის სამხრეთში ცუდი ამინდების გამო მატჩის გადატანა მეორედ მოხდა.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული