"მილანს" ოთხი ტრავმირებული უბრუნდება

AutoSharing Option
"მილანის" სავსე ლაზარეთის შესახებ ბევრჯერ დაგვიწერია და აი, დადგა დრო, როდესაც ამ ლაზარეთის დაცარიელების, უფრო სწორად კი შეთხელების შესახებ უნდა ვთქვათ ორიოდე სიტყვა...

"გაძეტა დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეიდან სრულფასოვან საწვრთნელ პროცესს "მილანის" ერთბაშად ოთხი ფეხბურთელი დაუბრუნდება: ალესანდრო ნესტა, მატიო ფლამინი, კევინ პრინს ბოატენგი და ალეშანდრე პატო.

ამ ამბავმა გუნდის მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი ძალიან გაახარა და უმჯობესია, სიტყვა მას გადავცეთ:

"ამ ოთხი ფეხბურთელის სახით, კოლოსალური ძალა დაგვიბრუნდა და ამან უზომოდ გამახარა. ლაზარეთში კიდევ არაერთი ფეხბურთელი რჩება და
იმედი მაქვს, ისინიც მალე ჩაებმებიან საწვრთნელ პროცესში.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ ოთხეულს, მათ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფისთვის ვამზადებთ და შესაძლოა, სერია A-ს მომდევნო ტურში მონაწილეობა ვერ მიიღონ. ყოველ შემთხვევაში, მათი ჯანმრთელობის გარისკვას არ ვაპირებთ. დანარჩენს დრო გვიჩვენებს და დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული