კლაუდიო რანიერიმ ტრანსფერებზე დაიჩივლა

AutoSharing Option
"ინტერის" მორიგმა მარცხმა იტალიურ საფეხბურთო სამყაროში დიდი რეზონანსი გამოიწვია, რადგან მილანურმა გრანდმა ჩემპიონატის აუტსაიდერთან წააგო და თანაც, საკუთარ მოედანზე.

"ნერაძურის" გულშემატკივრებისთვის შეურაცხმყოფელია ის ფაქტი, რომ მიმდინარე სეზონში "ნოვარამ" მხოლოდ სამი შეხვედრა მოიგო და იქიდან ორი "ინტერთან" - ამის შესახებ, ტიფოზები სოციალური ქსელის საშუალებით საკუთარ მოსაზრებებს აფიქსირებენ და კლუბის პრეზიდენტს მთავარი მწვრთნელის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

მასიმო მორატი ჯერჯერობით დუმილს ამჯობინებს, აი კლაუდიო რანიერიმ კი "რაი სპორტს" ინტერვიუ მისცა და შემდეგი განაცხადა:

"საკუთარ პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, მაგრამ არის მიზეზები, რის გამოც გუნდს სტაბილურად
ასპარეზობა უჭირს. ერთ-ერთი ასეთი მიზეზი სატრანსფერო ბაზარზე პასიურობაა და ეს აუცილებლად უნდა ვთქვა.

ზაფხულში, გუნდი სამუელ ეტო'ომ დატოვა და ფაქტია, რომ მისი ღირსეული შემცვლელი გუნდში არ გამოჩენილა. წავიდნენ გორან პანდევი და დავიდე სანტონი, უნივერსალური თვისებების ფეხბურთელები, რომლებსაც რამდენიმე პოზიციაზე შეუძლიათ ასპარეზობა, ამ ყველაფერს კი ტიაგო მოტას საფრანგეთში გადაბარგებაც დაემატა.

ამ დროს, ჩვენ მხოლოდ ფრედი გუარინი დავიმატეთ, რომელიც ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ჯერ გუნდთან ადაპტაციის პერიოდიც არ გაუვლია. ბუნებრივია, ამ ყველაფერმა დიდი გავლენა იქონია შედეგებზე და ეს არ უნდა გვიკვირდეს".

მართალია, რანიერის მორატი არ უხსენებია, მაგრამ მისი ეს გამოსვლა კლუბის სატრანსფერო პოლიტიკის და შესაბამისად, პრეზიდენტის პირდაპირი კრიტიკა გახლდათ.

"ინტერის" მთავარი მწვრთნელი რთულ მდგომარეობაშია, უდიდეს წნეხშია მოქცეული და როგორც ჩანს, თავდაცვის ასეთი სტრატეგია აირჩია - ვნახოთ, რას მოუტანს რანიერის ეს ყველაფერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ინტერი მაგრად მევასება და რაღა მაინცდამაინც ეს დაუნიშნეს.. მტელმა მსოფლიომ იცის რომ ეს კაცი არის ლუზერი (მაურინიომ დაარქვა თავის დროზე)
მორატის თვალები მართლა ტრ...ში აქვს თუ რა ხდება
rati001
20:29 14-02-2012
0

სიახლეები პოპულარული