"ნერაძურის" გულშემატკივრებისთვის შეურაცხმყოფელია ის ფაქტი, რომ მიმდინარე სეზონში "ნოვარამ" მხოლოდ სამი შეხვედრა მოიგო და იქიდან ორი "ინტერთან" - ამის შესახებ, ტიფოზები სოციალური ქსელის საშუალებით საკუთარ მოსაზრებებს აფიქსირებენ და კლუბის პრეზიდენტს მთავარი მწვრთნელის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
მასიმო მორატი ჯერჯერობით დუმილს ამჯობინებს, აი კლაუდიო რანიერიმ კი "რაი სპორტს" ინტერვიუ მისცა და შემდეგი განაცხადა:
"საკუთარ პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, მაგრამ არის მიზეზები, რის გამოც გუნდს სტაბილურად
ზაფხულში, გუნდი სამუელ ეტო'ომ დატოვა და ფაქტია, რომ მისი ღირსეული შემცვლელი გუნდში არ გამოჩენილა. წავიდნენ გორან პანდევი და დავიდე სანტონი, უნივერსალური თვისებების ფეხბურთელები, რომლებსაც რამდენიმე პოზიციაზე შეუძლიათ ასპარეზობა, ამ ყველაფერს კი ტიაგო მოტას საფრანგეთში გადაბარგებაც დაემატა.
ამ დროს, ჩვენ მხოლოდ ფრედი გუარინი დავიმატეთ, რომელიც ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ჯერ გუნდთან ადაპტაციის პერიოდიც არ გაუვლია. ბუნებრივია, ამ ყველაფერმა დიდი გავლენა იქონია შედეგებზე და ეს არ უნდა გვიკვირდეს".
მართალია, რანიერის მორატი არ უხსენებია, მაგრამ მისი ეს გამოსვლა კლუბის სატრანსფერო პოლიტიკის და შესაბამისად, პრეზიდენტის პირდაპირი კრიტიკა გახლდათ.
"ინტერის" მთავარი მწვრთნელი რთულ მდგომარეობაშია, უდიდეს წნეხშია მოქცეული და როგორც ჩანს, თავდაცვის ასეთი სტრატეგია აირჩია - ვნახოთ, რას მოუტანს რანიერის ეს ყველაფერი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მორატის თვალები მართლა ტრ...ში აქვს თუ რა ხდება