შეგახსენებთ, რომ ზაფხულში "ინტერი" სამუელ ეტო'ომ დატოვა, რომელიც "ანჟიში" გადავიდა, ხოლო ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდიდან უკვე ტიაგო მოტა წავიდა. იტალიელი პსჟ-ს შეუერთდა.
"ინტერის" გულშემატკივრები მიმდინარე სეზონში გუნდის არასტაბილურ გამოსვლას სწორედ ლიდერების გაყიდვას მიაწერენ.
"მე "ინტერის" ფანი ვარ. თუ კონკრეტულ ფეხბურთელებს ვყიდით, ესე იგი მათი შენახვის შესაძლებლობა არ გვაქვს. სპონტანურად და დაუფიქრებლად არაფერს ვაკეთებთ".