შეგახსენებთ, რომ იტალიელი ფეხბურთელი "ბებერ ქალბატონში" სულ რაღაც ნახევარი წელია რაც გადავიდა.
თავად პირლოს აგენტმა ტულიო ტინტიმ განაცხადა, რომ ჯერ ადრეა ახალ კონტრაქტზე საუბარი, რადგან ძველი ხელშეკრულების ვადა 2014 წელს იწურება. ამავე დროს, ტინტიმ არც ტურინელთა გეგმების შესახებ ინფორმაცია უარყო.
32 წლის ანდრეა პირლო "იუვენტუსში" გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა და ამჟამად კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია ჯანლუიჯი ბუფონის შემდეგ.
ნახევარმცველი ხელფასის სახით სეზონში 3.5 მილიონ ევროს იღებს. მიმდინარე იტალიის
მომზადებულია Calcionews24-ის მიხედვით