სტევან იოვეტიჩი ჩვეულ სტიქიაში

AutoSharing Option
იტალიური სპორტული პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ფიორენტინას" ერთ-ერთ ვარჯიშზე სტევან იოვეტიჩმა ძველი ტრავმა გაიმიზეზა და ლაზარეთს მიუბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ ჩერნოგორიელ ფორვარდს თავის დროზე ჯვარედინი მყესები გაუწყდა და ამის გამო პრაქტიკულად მთელი სეზონი გამოტოვა. აი რას ამბობს "ფიორენტინას" მთავარი ექიმი:

"სტევანმა წვრთნისას ფეხში ტკივილი იგრძნო, მაგრამ სამწუხაროდ არ შეიჩნია და ჩვეულებრივად განაგრძო ვარჯიში. ასეთ დროს, აუცილებელია, რომ გაჩერდე და ტრავმირებულ ფეხს დასვენების საშუალება მისცე.

იოვეტიჩმა სრული დატვირთვით ივარჯიშა და შედეგად, ძველმა ტრავმამ იჩინა თავი. შაბათს მას დეტალურ გამოკვლევას ჩავუტარებთ და
გაცხადდება თუ რამდენ ხანს მოუწევს უქმობა. წესით, სერიოზული ტრავმა არ უნდა იყოს და ჩემი წინასწარი ვარაუდით, მაქსიმუმ 10 დღე უნდა დაისვენოს".

მოკლედ, იოვეტიჩმა მორიგი ტრავმა მიიღო და უკვე გადაწყვეტილია, რომ მინიმუმ სერია A-ს მომდევნო ტურის შეხვედრას გამოტოვებს. იმედი დავიტოვოთ, რომ ექიმის პროგნოზი გამართლდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული