ანდრეა ბარცალი კონტრაქტს ახანგრძლივებს

AutoSharing Option
"იუვენტუსის" მესვეურებმა ანდრეა ბარცალი გერმანული "ვოლფსბურგიდან" მხოლოდ ნახევარ მილიონ ევროდ იყიდეს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტრანსფერმა 100%-ით გაამართლა.

ანდრეამ ტურინულ გრანდში მყარად მოიკიდა ფეხი, ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია და არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახლავთ.

ბუნებრივია, ტურინელები მისით ძალიან კმაყოფილნი არიან და 30 წლის მცველთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას აპირებენ. ამის შესახებ განცხადება კლუბის სპორტულმას დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ გააკეთა:

"ბარცალის ხელშეკრულებას ვადა 2013 წლის ზაფხულში გადის, თუმცა აქედანვე შევთანხმდით, რომ კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება. ანდრეა სტაბილურობით
გამოირჩევა, ნამდვილი პროფესიონალია და ძალიან მიხარია, რომ შეთანხმებას ყველანაირი პრობლემების გარეშე მივაღწიეთ. მართალია, ახალი ხელშეკრულებისთვის ჯერ ხელი არ მოგვიწერია, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული