ანტონიო კონტე: მსაჯები ტურინის "იუვენტუსის" სასარგებლოდ პენალტის დანიშვნას უფრთხიან

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ, "პარმასთან" (0:0) მატჩის შემდეგ პაოლო სილვიო მაცოლენის ხელმძღვანელობით მსაჯთა ბრიგადის მუშაობა გააკრიტიკა.

"პირველ რიგში "პარმას" მოპოვებულ ქულას ვულოცავ. კარგად ვთამაშობდით, მაგრამ "პარმას" მეკარე კიდევ უფრო უკეთესად გამოიყურებოდა.

ახლა, რაც შეეხება მსაჯობას. მრჩება შთაბეჭდილება, რომ მსაჯები "იუვენტუსის" სასარგებლოდ პენალტის დანიშვნას უფრთხიან. ჩემი განსასჯელი არ არის, მაგრამ სტატისტიკა ასეთია: პენალტებს უფრო იშვიათად ვურტყამთ, ვიდრე დანარჩენი გუნდები.

ვფიქრობ, ეს უბრალო შეცდომები არაა. მე მხოლოდ სამართლიანობას მოვითხოვ და არ შემიძლია ვთქვა, ვინ გვპარავს ქულებს. შეხედეთ თამაშს: წააქციეს პირლო
- პენალტი არ დაინიშნა, წააქციეს ჯაკერინი - პენალტი არ დაინიშნა", - განაცხადა კონტემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული