"პირველ რიგში "პარმას" მოპოვებულ ქულას ვულოცავ. კარგად ვთამაშობდით, მაგრამ "პარმას" მეკარე კიდევ უფრო უკეთესად გამოიყურებოდა.
ახლა, რაც შეეხება მსაჯობას. მრჩება შთაბეჭდილება, რომ მსაჯები "იუვენტუსის" სასარგებლოდ პენალტის დანიშვნას უფრთხიან. ჩემი განსასჯელი არ არის, მაგრამ სტატისტიკა ასეთია: პენალტებს უფრო იშვიათად ვურტყამთ, ვიდრე დანარჩენი გუნდები.
ვფიქრობ, ეს უბრალო შეცდომები არაა. მე მხოლოდ სამართლიანობას მოვითხოვ და არ შემიძლია ვთქვა, ვინ გვპარავს ქულებს. შეხედეთ თამაშს: წააქციეს პირლო