ბოლო ინფორმაციით, 31 წლის ნახევარმცველი სარეაბილიტაციო პერიოდის ბოლო ეტაპს გადის და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, თვის ბოლომდე დაუბრუნდება მოედანს.
მაურის შესახებ იტალიურ სპორტულ პრესაში კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ფეხბურთელმა კლუბთან ხელშეკრულება 2014 წლის 1 ივნისამდე გაახანგრძლივა. აქამდე მოქმედი კონტრაქტის ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურებოდა და მისი გახანგრძლივება "ლაციოს" მესვეურთა პრიორიტეტულ საქმეთა შორის გახლდათ. ამის შესახებ პრესასთან რომაული კლუბის სპორტულმა
"ძალიან გვინდოდა მაურისთან ხელშეკრულების გახანგრძლივება და გახარებული ვარ, რომ მოლაპარაკებები შედეგიანად დასრულდა. სტეფანო ნამდვილი "ლაციალეა", დიდხანს არ უფიქრია და კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დიდი სიამოვნებით დაგვთანხმდა. მალე დაუბრუნდება მოედანს და დარწმუნებული ვარ, რომ გუნდს უდიდეს სარგებელს მოუტანს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"