მაურიციო ძამპარინი "პალერმოს" დაცვის ხაზით უკმაყოფილოა

AutoSharing Option
"პალერმოს" პრეზიდენტი მაურიციო ძამპარინი პრესასთან ხშირად ურთიერთობს და როგორც წესი, ხმაურიან განცხადებებს აკეთებს ხოლმე.

ამჯერად, მან "კორიერე დელო სპორტის" ჟურნალისტს მისცა ინტერვიუ და მისი გუნდის ბოლოდროინდელ ასპარეზობაზე ილაპარაკა.

საინტერესოა, რომ მიუხედავად უკანასკნელ 5 ტურში აღებული 10 ქულისა, ძამპარინი ბოლომდე კმაყოფილი მაინც არ არის:

"გუნდი თითქოს სწორ გზას ადგას და ეს კარგია, მაგრამ დაცვაში ისევ ბევრ შეცდომას ვუშვებთ და ამ პრობლემას ვერაფრით მოვუღეთ ბოლო. ამდენი წელია უკანა ხაზი ერთი და იგივე შეცდომებს იმეორებს, როდესმე ხომ უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი? - ამის
შესახებ მწვრთნელს ველაპარაკე და მითხრა, რომ ზომებს მიიღებდა, მაგრამ შედეგს ჯერ ვერ ვხედავ. იმედი მაქვს, უკვე მომდევნო შეხვედრაში "პალერმო" დაცვაში ბევრად ნაკლებ შეცდომას დაუშვებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული