მორგან დე სანკტისი ცრუ განგაშზე

AutoSharing Option
ბოლო დროს, აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არაბეთის გაერთიანებული ემირატების გუნდი "ალ აჰლი" "ნაპოლის" კიპერის მორგან დე სანკტისის გადაბირებას ლამობს.

ამბობენ, რომ არაბები მიზნის მიღწევას ზაფხულში შეეცდებიან და 34 წლის იტალიელ კიპერს კოლოსალურ გასამრჯერლოს შესთავაზებენ.

აღნიშნული ეჭვები მას შემდეგ გამძაფრდა, რაც მორგანმა ნეაპოლური კლუბის მიერ მისთვის გამზადებულ ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა და კონტრაქტის ვადები უცვლელი დატოვა. თუმცა, თავად კიპერი გავრცელებულ ცნობებს აბსურდულს უწოდებს:

"პირადად მე, არავინ შემხმიანებია და შესაბამისად, საინტერესოს ვერაფერს გეტყვით. ერთი ვიცი, ნეაპოლში თავს შესანიშნავად ვგრძნობ და
არსად წასვლის სურვილი არ მაქვს.

რატომ არ მოვაწერე კონტრაქტს ხელი? - ჩემს ხელშეკრულებას ვადა 2013 წლის ზაფხულში გასდის და ვერ ვხედავ იმის აუცილებლობას, რომ ხელშეკრულების დეტალები შუა სეზონში შევისწავლო. კლუბის მესვეურებს შევთავაზე, რომ ეს საკითხი ზაფხულში მოგვეგვარებინა და ისინიც დამთანხმდნენ. ასე რომ, ცრუ განგაშს ნუ ავტეხავთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული