"ფიორენტინა" ახალი შეტევის მოლოდინში

AutoSharing Option
ზამთრის სატრანსფერო პერიოდი "ფიორენტინას" მესვეურებმა მაჟორულ ნოტაზე დაასრულეს, რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელი გადაიბირეს და ამით, ნაწილობრივ მაინც მოიგეს განრისხებული ტიფოზების გულები.

დიახ, განრისხებული, რადგან ბოლო წლებში ტოსკანელები ძირითადად ყიდდნენ მოთამაშეებს, რამაც ულტრასთა არაერთი საპროტესტო აქცია გამოიწვია. როგორც ჩანს, ფლორენციული კლუბის მესვეურებს ზაფხულშიც დიდი ჯაფა დაადგებათ, რადგან "ფიორენტინას" ფეხბურთელების მიმართ აქედანვე იჩენენ ინტერესს...

"გაძეტა დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, "მილანის" მესვეურები ფლორენციელ კოლეგებს მაცდურ წინადადებას უმზადებენ, რომელიც რიკარდო მონტოლივოსა და ჩეზარე ნატალის ლომბარდიულ გრანდში გადაბარგებას გულისხმობს.

ნატალი ტოსკანელთა უკანა ხაზის ერთ-ერთი
ყველაზე გამორჩეული ფიგურაა, მონტოლივო კი სულაც გუნდის ლიდერი. ამ უკანასკნელის "როსონერიში" გადაბარგების შესახებ ადრეც ბევრი დაიწერა და როგორც ჩანს, მილანელები მართლაც ძალიან არიან მისი გადაბირებით დაინტერესებულნი. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ამ ორი ფეხბურთელის ლომბარდიაში გადაბარგება "ფიორენტინას" სპორტულმა დირექტორმა პანტელეო კორვინომ არ გამორიცხა – მეტიც, მან თქვა, ამის ალბათობა საკმაოდ დიდიაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული