სალი მუნტარი: ახლა მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვარ

AutoSharing Option
განის ნაკრების ნახევარმცველი სალი უნტარი, რომელიც იანვრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს მილანის "ინტერიდან" იჯარით "მილანში" გადავიდა, თავის კარიერაში მომხდარი ცვლილებით კმაყოფილებას ვერ მალავს.

"ინტერიდან" "მილანში" გადასვლით აღტაცებული ვარ. ეს უბრალოდ დაუჯერებელია და ჩემს კარიერაში წინ გადადგმული ნაბიჯია. მზად ვარ ჩემს ახალ გუნდს დავეხმარო, მსურს ჩემი სამუშაო კარგად შევასრულო, მაგრამ მხოლოდ მწვრთნელმა უნდა გადაწყვიტოს, როდის და რომელ პოზიციაზე ვითამაშო.

ვეკუთვნი თუ არა ახლა იტალიის საუკეთესო კლუბს? მისმინეთ, მე მსოფლიოს საუკეთესო კლუბის წევრი ვარ!", - განუცხადა მუნტარიმ იტალიელ ჟურნალისტებს.

მუნტარიმ იტალიის ჩემპიონატის
მიმდინარე სეზონში "ინტერის" მხოლოდ ოთხ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ჯამში მოედანზე 154 წუთი გაატარა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული