"ფიორენტინა" სტევან იოვეტიჩს 30 მილიონად გაყიდის

AutoSharing Option
"კორიერე დელო სპორტში" გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, "ფიორენტინას" მესვეურები ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში სტევან იოვეტიჩის გაყიდვას აპირებენ და 22 წლის ჩერნოგორიელ ფორვარდს 30 მილიონ ევროდ აფასებენ.

აქამდე, ფლორენციელები კატეგორიულად გამორიცხავდნენ სტევანის გასხვისების შესაძლებლობას, დღეს კი სულ სხვაგვარად საუბრობენ - ამაში კლუბის სატრანსფერო საკითხების მენეჯერი ვინჩენცო გუერინი დაგარწმუნებთ:

"იოვეტიჩის გაყიდვის სურვილი არ გვაქვს, მაგრამ თუ რომელიმე კლუბი მასში 30 მილიონ ევროს გადაიხდის და ფეხბურთელსაც სურვილი ექნება სხვაგან გააგრძელოს კარიერა, მაშინ ტრანსფერი შედგება კიდეც.

ვიცი, რომ იოვეტიჩის გადაბირებით "ჩელსის" და "ნაპოლის" მესვეურები არიან დაინტერესებულნი
- ვნახოთ, მივიღებთ თუ არა მათგან ოფიციალურ შეთავაზებას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული