ზლატან იბრაჰიმოვიჩი: რობინ ვან პერსი ლონდონის "არსენალიდან" უნდა წავიდეს

AutoSharing Option
"მილანის" თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მიიჩნევს, რომ ლონდონის "არსენალის" ფორვარდ რობინ ვან პერსისთვის კლუბის დატოვება აუცილებელია.

იბრაჰიმოვიჩის აზრით, მან კარიერის გაგარძელების ახალი ვარიანტი უნდა ეძებოს.

"როცა მრავალი წლის განმავლობაში ვერაფერს იგებ, გასაგებია რატომაც მიდიხარ. სესკ ფაბრეგასმაც ასე გააკეთა. ფეხბურთში მხოლოდ გამარჯვებაზე უნდა იფიქრო. თუ ვერ იგებ, უნდა წახვიდე.

რობინს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ მისი ჰოლანდიაში თამაში მახსოვს, ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. არ ვიცი, რას ფიქრობს, მაგრამ ვიცი, რას გავაკეთებდი მსგავს ვითარებაში.

ცხოვრების მანძილზე ბევრი კლუბი გამოვიცვალე. ამას გამოწვევად და თავგადასავლად ვიღებ. სხვადასხვა
ქვეყნის კლუბების შემადგენლობაში 8 წლის მანძილზე 8 ტიტული მოვიგე", - აღნიშნა შვედმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული