კლაუდიო რანიერიმ მილანის "ინტერის" პრეზიდენტსა და გულშემატკივრებს "ბოლონიასთან" მარცხის გამო მოუბოდიშა

AutoSharing Option
მილანის " ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ "ბოლონიასთან" (0:3) იტალიის ჩემპიონატის 24-ე ტურის მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ გუნდს ძალიან რთული პერიოდი უდგას.

სპეციალისტმა თავისი შეგირდების წარუმატებელი თამაშის გამო კლუბის გულშემატკივრებსა და პრეზიდენტ მასიმო მორატის მოუბოდიშა.

აღსანიშნავია, რომ "შავლურჯების" პრეზიდენტი მატჩს ესწრებოდა და მან მეორე ტაიმის შუაში 0:2-ის შემდეგ ტრიბუნა დატოვა. ბოლო ექვს შეხვედრაში "ინტერმა" ვერცერთხელ მოიგო და 15 გოლი გაუშვა.

"რა ხდება გუნდის თავს? ეს ძალიან რთული პერიოდია. შედეგებზე თავად ვართ პასუხისმგებელი და გვინდა პრეზიდენტსა და გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადოთ, რომლებიც
ამ რთულ მდგომარეობაში მხარს გვიჭერენ.

კარგად მესმის მათი, ვინც გუნდს მესამე გაშვებული გოლის შემდეგ უსტვენდა. ველოდი, რომ "ბოლონიასთან" რთული შეხვედრა გვექნებოდა, მაგრამ არა ამდენად", - თქვა რანიერიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული