ანდრეა პირლო: ტურინის "იუვენტუსს" საშუალო დონის გუნდებთან პრობლემა არ აქვს

AutoSharing Option
"კატანიასთან" (3:1) შეხვედრაში გამარჯვების მთავარმა შემოქმედმა ანდრეა პირლომ მატჩის შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.

"მიხარია, რომ უმნიშვნელოვანესი გოლის გატანა და საგოლე გადაცემის შესრულება მოვახერხე. "იუვენტუსი" ყველა შეხვედრაში თავისი თამაშის დემონსტრირებას ცდილობს. საუბრები იმის შესახებ, რომ საშუალო დონის გუნდებთან პრობლემები გვაქვს, უბრალოდ სისულელეა.

"კატანიასთან" დაპირისპირებაში ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, მაგრამ დიდი ხნის მანძილზე მათ რეალიზებას ვერ ვახერხებდით. მნიშვნელოვანია, რომ სამი ქულის მოპოვება შევძელით და სატურნირო ცხრილს კვლავ სათავეში ჩავუდექით", - განაცხადა პირლომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული