მასიმილიანო ალეგრი: სალი მუნტარი "ჩეზენასთან" შეხვედრაში პირველივე წუთიდან ითამაშებს

AutoSharing Option
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ "ჩეზენასთან" მატჩის წინ ტრავმირებულ მოთამაშეებზე ისაუბრა.

"ალესანდრო ნესტას მუხლზე პერიოდულად პრობლემები ექმნება, მაგრამ "იუვენტუსთან" მატჩისთვის მზად იქნება. პატოს და ბოატენგს კუნთი აქვთ დაჭიმული. მექსესი 3-4 დღის შემდეგ დაგვიბრუნდება. აკვილანის მზადყოფნა ჯერ კიდევ შესამოწმებელია. ფლამინი მონდომებით ვარჯიშობს.
მუნტარი პირველი წუთიდან ითამაშებს", - განაცხადა ალეგრიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული