სხვაგვარად რთული ასახსნელია "ინტერის" თავდამსხმელის არასპორტული საქციელი "ბოლონიასთან" "ნერაძურის" ბოლო შეხვედრაში. ფეხბურთელმა მეტოქის ფეხბურთელ ანდრეა რაჯას შეაფურთხა.
მსაჯს ინციდენტი გამოეპარა, მაგრამ არა კამერებს. შედეგად კასტანიოსი სერია A-ს მომდევნო სამ შეხვედრას გამოტოვებს. დსციპლინარულმა კომიტეტმა "ინტერისთვის" სწორედ ასეთი არასასიამოვნო ვერდიქტი გამოიტანა.