"ინტერის" 9 წლის გულშემატკივარი გუნდის საწვრთნელ ბაზაზე მიიწვიეს

AutoSharing Option
მილანის "ინტერმა" საწვრთნელ ბაზაზე 9 წლის გულშემატკივარი მიიწვია.

9 წლის ბიჭუნა "ინტერი"-"ბოლონიას" (0:3) მატჩს ესწრებოდა და კლუბის ხელმძღვანელობა ბანერით მიიპყრო, სადაც ეწერა:"გთხოვთ, მოიგეთ! თორემ სკოლაში აბუჩად ამიგდებენ. ფილიპო"

სწორედ ამის შემდეგ მიიწვიეს პატარა ფილიპო "ინტერის" საწვრთნელ ბაზაზე. "ნერაძურის" პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ პირადად დაურეკა ბიჭუნას ოჯახს, რათა ბაზაზე მიეწვია. ფილიპოს ასევე "ინტერის" კაპიტნის ხავიერ ძანეტის მაისური აჩუქეს.

შეგახსენებთ, რომ იმ შემთხვევაში თუ "ინტერი" "მარსელთან" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში წააგებს, შესაძლოა, გუნდის მთავარი მწვრთნელი კალუდიო რანიერი თანამდებობიდან გაანთავისუფლონ.

Sportall.Ge

მომზადებულია Football Italia-ს
მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული