ფაბრიციო მიკოლი რომის "ლაციოსთან" ითამაშებს

AutoSharing Option
რომის "ლაციოსთან" მატჩის წინ "პალერმოს" თავკაცმა ბარტოლო მუტიმ გუნდში შექმნილ საკადრო ვითარებაზე ისაუბრა.

"იმ გუნდს ვხვდებით, რომელიც სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და დიდი ამბიციები გააჩნია. მონდომებით და თავდაჯარებულად უნდა ვითამაშოთ, რადგან მატჩი 90 წუთის მანძილზე რთული იქნება. "პალერმომ" 40 ქულა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოაგროვოს, რათა გავარდნის საფრთხეს თავი აარიდოს.

აბელ ერნანდესი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან ის "კალიარისთან" მატჩში დაშავდა, სამაგიეროდ მიკოლი გამოჯანმრთელდა", - განაცხადა მუტიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული